28 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
არანაირი ტარიფი არ გაზრდილა, შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა, რომელიც ყველა ევროპულ განვითარებულ ქვეყანაშია - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი ტრანსპორტის ტარიფთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი არ გაზრდილა. მერმა განმარტა, რომ აბონემენტებს ყველა იმ ევროპულ ქვეყანაში იყენებენ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მოწესრიგებულია. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რეფორმაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო.

"არანაირი ტარიფი არ გაზრდილა, შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა, აბონემენტები, რომელიც არის ყველა ევროპულ, განვითარებულ ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არის მოწესრიგებული. საქართველოშიც ეს სისტემა ინერგება. ამაზე ჩვენ 2017 წლიდან ვსაუბრობთ, როდესაც დავიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა. ეს არის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი. ადამიანი თავად ირჩევს, რომელი აბონემენტის რომელი მიმართულება აიღოს,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები