28 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
საახალწლო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში - 63-ვე მუნიციპალიტეტში მზადება დაწყებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება კი , როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით.

ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

დღის ამბები