28 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
ველოდებით გამოძიებას, არასდროს ჩვენ არ დაგვისახელებია არც დამკვეთები და არც კონკრეტული გვარები – ნიკო კვარაცხელიას ოჯახი

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ირგვლივ გავრცელებულ ვერსიებსა და ინფორმაციას დანაშაულის შესაძლო მოტივზე განცხადებით ეხმაურება.  

"ჩვენ თითოეული ოჯახის წევრი 3 თვეა არაფერზე ვსაუბრობთ, რადგან ველოდებით გამოძიებას, არასდროს ჩვენ არ დაგვისახელებია არც დამკვეთები და არც კონკრეტული გვარები. ინფორმაციას ჩვენ ვიღებთ გამოძიებისგან და არანაირი ვერსია არ გაგვაჩნია.

არც ჩვენ ოჯახს და განსაკუთრებით ნიკოს მტრები არ ჰყოლია, ამიტომ ჩვენთვის რთულია ვისაუბროთ ვერსიებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოძიების შედეგად დადგენილი ობიექტური სიმართლე. გაუგებარია რატომ უსწრებს მოვლენებს მედია და ჟურნალისტები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ჩვენი ნიკოს მკვლელობა ჰქვია," - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში. 

დღის ამბები