28 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
გახარიას ამომრჩეველი დარწმუნდა, რომ მისი მხარდაჭერით მათ, სინამდვილეში, ხმა მისცეს "ნაციონალურ მოძრაობას" - რატი იონათამიშვილი

"ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტია "საქართველოს" შორის შემდგარ ალიანსს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტით, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას მხარდაჭერით ამომრჩეველმა ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა. 

"გახარიას ამომრჩეველი დღეს დარწმუნდა, რომ გახარიას მხარდაჭერით მათ სინამდვილეში მათ ხმა მისცეს ნაციონალურ მოძრაობას. ფაქტია, როდესაც ეს ადამიანი ამბობდა, რომ ის არ იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში, ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს და ამ გაერთიანებით, რომელსაც მე კოალიციას ვერ დავარქმევ, ვინაიდან, ეს არ არის იდეის ირგვლივ გაერთიანება, ეს არის მერკანტილური ინტერესების ქვეშ, ზუსტად ამაზე მეტყველებს,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები