28 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
"არანაირი გარიგება, არა თუ "ნაციონალურ მოძრაობასთან", არამედ არავისთან არ არის" - კახაბერ ქემოკლიძე

"ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას "საქართველოს" შორის შემდგარ ალიანსს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. პარტიის ”საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, კახაბერ ქემოკლიძე რაიმე სახის გარიგებას ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობასთან კატეგორიულად უარყოფს. 

"არანაირი გარიგება, არა თუ ნაციონალურ მოძრაობასთან, არამედ არავისთან არ არის, ჩვენ სისტემურ კოალიციას ძალიან მკაფიოდ, მათ შორის ქმედებების დონეზე ვადასტურებთ იმას, რომ არავისთან არ გვაქვს, პირიქით, მუნიციპალიტეტებში სჭირდებათ სახელმწიფოებრივად სწორად მოაზროვნე ხალხი და ჩემი აზრით, ჩხოროწყუ არის ამის ძალიან კარგი მაგალითი,“ - ამბობს კახაბერ ქემოკლიძე.  

განცხადება გააკეთა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბაჩო დოლიძემ. ის აცხადებს, რომ გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული რომ არ სურთ ხელისუფლებაში ქართული ოცნების წევრი.  

"იგივე თუ გამეორდება და იმავეს თუ გავაკეთებთ სხვა ოლქებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მისაღები იქნება. მაგრამ, ქართულ ოცნებასთან ჩვენ საერთოდ არაფერი გვაქვს, ისევე როგორც ამ შემთხვევაში ბატონ გახარიასთან,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრს ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მხარი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას გუნდის წევრი გახდა.

დღის ამბები