28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა მცირე ხმაურის ფონზე ჩატარდა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა მცირე ხმაურის ფონზე ჩატარდა.

დეპუტატები დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშს ისმენდნენ.

სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა - ზვიად კუპრავამ რამდენიმე თანმხლებ მოქალაქესთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალ სისტემასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ვიქტორ წილოსანს განმარტების გაკეთება მოსთხოვა.

კუპრავას მტკიცებით, სააბონიმენტო გადახდის მეთოდი ტარიფს აძვირებს. მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის ინფორმაციით კი, ახალი სისტემა მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული. წილოსანი ამბობს, რომ გადახდის ახალი სისტემა უფრო კომფორტულია და ამ მეთოდით სარგებლობენ ევროპული ქვეყნები. სხდომაზე განმარტება გააკეთა საკრებულოს სატრანსპორტო სამსახურის თავმჯდომარემაც.

შალვა ოგბაიძემ, თბილისის მერის მიერ დაანონსებულ ახალ ინიციატივას, მოსახლეობის პირდაპირი დაკვეთა უწოდა.

დღის ამბები