28 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ეროვნული შერიგების ინიციატივა - შეხვედრები ორბელიანების სასახლეში დღესაც აქტიურად გაგრძელდება

საქართველოს პრეზიდენტი ისევ მუშაობს ეროვნული შერიგების იდეაზე, სალომე ზურაბიშვილი ისმენს ყველას პოზიციას, მათ შორის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებებს.

დღეს ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, ასევე "ლელოს" და "ევროპული საქართველოს" წევრებს ელოდებიან.

კონსულტაციები ჯერჯერობით არ დაწყებულა. თავად პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდა.

დღის ამბები