28 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია 8 საათის განმავლობაში შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს, 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 08:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, მინდელის, ყურაშვილის, შალვა გოგიძის, ფერაძის, ძმები კარბელაშვილების, მაღლაკელიძის, ჩაჩავას, გელოვანის, აისის, დიღმის ქედის და ბერაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის და მარიჯანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, გამრეკელის, გურიელის, შალვა ნუცუბიძის და დუდუ დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის  დასახლების, სამხედრო ქალაქის, რიჩარდ ჰოლბრუკის, წერნაკის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რთველაძის, ლეილა აბაშიძის, ვლადიმერ ლობჟანიძის, საექიმოს, სოლომონ დოდაშვილის და სოფრომაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, ასათიანის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ენუქიძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. კომპანია "თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. 

დღის ამბები