28 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
რუსეთის ქმედებებმა, ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესება გამოიწვია - ევროკომისარი განცხადებაში საქართველოს საკითხზეც საუბრობს

რუსეთის ქმედებებმა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესება გამოიწვია. ამ შინაარსის განცხადებას საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აქვეყნებს.

ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას მტკიცედ უპასუხებს. ამავე დროს ევროგაერთიანებას სჯერა, რომ მშვიდობის დამყარების ერთადერთი საშუალება დიალოგი, შეთანხმება და თანამშრომლობაა.

"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ევროპის უსაფრთხოებას, რომელიც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებზეა დაფუძნებული,"- წერია განცხადებაში.

დღის ამბები