28 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
"არ გვინდოდა ბავშვებისთვის ხელი შეგვეშალა" - რატომ არ აირჩია "ნაციონალურმა მოძრაობამ" შიმშილობის ადგილად პარლამენტის შენობა - ზაალ უდუმაშვილის განმარტება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა, ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, თუ რატომ არ აირჩია მათმა პარტიამ შიმშილობის ადგილად საქართველოს პარლამენტის შენობა და რატომ აირჩია პარტიის ოფისის ტერიტორია: 

"ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ როდესაც შიმშილობას აცხადებ, ეს პარლამენტის შენობის წინ უნდა მოეწყოს. 

მაგრამ, ახლა სულ სხვა დროა, წინასაახალწლო პერიოდია, იქ მთელი ღონისძიებებია დაგეგმილი და ბუნებრივია, იქ ათასობით ბავშვი მივა ამ დღეებში, რომ იზეიმოს ახალი წელი. ჩვენ კი, არ გვინდოდა, რომ ხელი შეგვეშალა ამ პროცესისათვის და მხოლოდ ამიტომ ვთქვით უარი პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვაზე,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

შეკითხვაზე თუ რატომ არ შიმშილობს მისი თანაგუნდელების მსგავსად თავად ზაალ უდუმაშვილი, მან განაცხადა, რომ ლიდერების ნაწილი შიმშილობს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე, თუმცა შიმშილის აქციების გარდა, მათ სხვა აქტივობებიც ექნებათ, მათ შორის ქუჩაშიც. მისივე თქმით, ყველა ლიდერმა თუ იშიმშილა, აღარ იქნება სხვა აქტივობებისთვის რესურსი.

დღის ამბები