28 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან -  მხოლოდ დეკემბერში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ნარკოდამნაშავე დააკავეს

სამართალდამცველებმა სხვადასხვა ადგილას ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, დააკავეს 12 პირი. სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის საერთო ოდენობა განსაკუთრებით დიდია, 5 კილოზე მეტი ჰეროინი და ორი კილო კოკაინი. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული ნივთიერებას სისტემატურად ასაღებდნენ.   12 დაკავებულიდან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც რეალიზებას საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდნენ. 

დაკავებულია თურქეთის მოქალაქეც, რომელიც საქართველოს გავლით ცდილობდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკის საზღვრებს გარეთ გატანას, ოპერატიული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ის კონტროლს გადიოდა. გამოძიების ინფორმაციით, სამგზავრო ჩანთაში მას სპეციალური სამალავი ჰქონდა, სადაც ის 2 კილო კოკაინს მალავდა.

ყველა დაკავებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს. ნაწილი მათგანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებით სარგებლობს. 

ნარკორეალიზატორების ბრალდებით დაკავებულების რაოდენობამ რომ იმატა, ამას მიმდინარე წლის სტატისტიკაც ადასტურებს. 19 კილომდე ჰეროინი, 4 კილო კოკაინი, 5 ათასი აბი სუბოტექსი, 3 კილო ალფა პვპ-ე და 26 კილოგრამი ბიო - ეს ის ნივთიერებებია, რომელიც სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 22 დეკემბრამდე, ნარკორეალიზატორების გამოვლენის შედეგად ამოიღეს. 2021 წელს ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე 136 პირია დაკავებული, მათ შორის ყველაზე ხმაურიანი ფონიჭალის ეპიცენტრი იყო, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ დანაშაულში მოზარდებიც მონაწილეობდნენ. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვნები ნარკოტიკულ ნივთიერებებს აქტიურად ასაღებდნენ. 

დანაშაულებრივ სქემაში ჩართული კიდევ 10 პირი დააკავეს სამართალდამცველებმა რამდენიმე კვირის წინ თბილისში, სხვადსხვა ლოკაციაზე, პირადი და მათი ავტომობილების ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი იპოვა.

დღის ამბები