28 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
რას გულისხმობს ​სააბონიმენტო, ულიმიტო სისტემა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას - თბილისის მერის განმარტება

პირველი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონიმენტო, ულიმიტო სისტემა დაინერგება. მოსახლეობის ნაწილს, აბონიმენტის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული კითხვები აქვს.

კითხვებზე პასუხები კი საზოგადოებამ დღეს დედაქალაქის მერისგან მოისმინა, რომელმაც დეტალურად ახსნა ახალი სიტემის მუშაობის პრინციპი. კახა კალაძის ინფორმაციით, ერთჯერადი, 90 წუთიანი აბონიმენტის ფასი - 1 ლარი იქნება და მის მფლობელებს ამ ამ დროის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეეძლებათ. იმოქმედებს ულიმიტო ერთდღიანი ბარათიც, რომელიც 3 ლარი ეღირება. ულიმიტო 1 კვირიანი ბარათის ფასი კი, 20 ლარია.

ცვლილებაა შეღავათიანი ტარიფის კუთხითაც - საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ გამცილებლებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, პოლიციის ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს, სამხედრო ძალების ვეტერანებს, ბაგა-ბაღების თანამშრომლებს. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ისევ ისარგებლებენ მოსწავლეები, სტუდენტები, პენსიონერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. შეღავათები ეხებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც.

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის სისტემის შეცვლა მგზავრებისთვის კომფორტული იქნება. დედაქალაქის მთავრობა მოქალაქეებს ვადებისა და ფასების მიხედვით 7 განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს.

მერიის ამ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ვადიანი ულიმიტო აბონიმენტებით მგზავრობა უკვე წლებია წარმატებულად მოქმედებს. მათივე თქმით, ეს სისტემა კომფორტული არამარტო ადგილობრივი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებითვისაც იქნება.

თბილისში გადახდის ახალი სისტემა პირველი თებერვლიდან შევა ძალაში, თუმცა საზოგადოებას აბონემენტის შეძენა 5 იანვრიდან მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში შეეძლება.

დღის ამბები