28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე - ჯოზეფ ბორელი ოპოზიციის წერილს პასუხობს

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეფ ბორელი ოპოზიციის წერილს პასუხობს.

მისი განცხადებით, ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება რჩება ხელშესახები პროგრესის საუკეთესო შესაძლებლობად დემოკრატიისა და მდგრადობის შემდგომი შენების საქმეში და დამაზიანებელი პოლარიზაციის შეწყვეტაში, რომელიც ამჟამად გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაზე.

"განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მართლმსაჯულების სექტორს და დემოკრატიულ რეფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთობლივი წვლილი შეიტანონ დეესკალაციაში და კონსტრუქციული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში.

ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე, საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლოდ,"- წერია ჯოზეფ ბორელის წერილში.

დღის ამბები