28 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი 1 მეტრს აღემატება

უამინდობა მაღალმთიან აჭარაში. უხვი ნალექის გამო, ჩაიკეტა შიდა სასოფლო გზები.

მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრზე მეტია.

რამდენიმე სოფელს, დაახლოებით 5 ათას აბონენტს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ყველა მიმართულებით გასულები არიან ბრიგადები, რომლებიც მუშაობენ აღდგენით სამუშაოებზე.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მძიმე ტექნიკა მუშაობს, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. 

ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზები გახსნილია.

დღის ამბები