28 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ჩვენი პოზიცია NATO-ს გაფართოებაზე ნათელია - ეს იქნება "წითელი ხაზი" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთისთვის NATO-ს შემდგომი გაფართოება "წითელი ხაზის" გადაკვეთაა.

სერგეი ლავროვმა სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე, უპასუხა შეკითხვას, განიხილა თუ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში ერთობლივი საპასუხო ნაბიჯები და განაცხადა, რომ ჰიპოთეტურ სცენარებზე არ უსაუბრიათ.

"ჩვენ არ გვისაუბრია ჰიპოთეტურ სცენარებზე, მათ შორის საქართველოს NATO-ში ძალით გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. ჩვენი პოზიცია NATO-ს გაფართოებაზე ნათელია - ეს იქნება "წითელი ხაზი", თუ ალიანსი გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან უფრო და უფრო მეტად მოახლოებას,"-განაცხადა ლავროვმა.

მისი განცხადებით, რუსეთის წინადადება უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შესახებ, აჩვენებს, რომ "რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული, თავიდან აიცილოს მოვლენების ნეგატიური განვითარება იმ სცენარის მიხედვით, რომელსაც ნატოს ზოგიერთი სტრატეგი აყალიბებს."

დღის ამბები