28 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
რა ხდება გზებზე და სად აიკრძალა მოძრაობა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი უამინდობის გამო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 23 დეკემბრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იქნება აკრძალული; ზვავსაშიშროების საფრთხის მოხსნისთანავე კი, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში განახლდება.

ამავე საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, უახლესი ინფორმაციის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ასევე თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღის ამბები