28 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
აქვს თუ არა კავშირი რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან მის ყოფილ მეუღლეს - ოჯახი ყოფილ რძალს ხელს ღიად ადებს

აქვს თუ არა კავშირი რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან მის ყოფილ მეუღლეს. ოჯახი ყოფილ რძალს ხელს ღიად ადებს, ადასტურებენ გერლიანის პოსტში ნახსენები პოლიციელისა და ქალის ნაცნობობასაც. გაუჩინარებულის ახლობლები ითხოვენ, გამოძიება პროკურატურამ გადაიბაროს.

რამაზ გერლიანის ძმის განცხადებით, შესაძლებელია მას შესაძლოა მობილურიდან ინფორმაცია პირად კომპიუტერში გადაეტანა და მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია ობიექტურად იყოს გამოძიებული. 

"გვაქვს მხოლოდ ერთი მობილური. არსებობს მეორე მობილური და ლეპტოპი, რომელიც არ აქვს გამოძიებას და შესაძლებელია იყოს დამატებითი ინფორმაცია და რამაზის შეიძლება მობილურიდან ნაწილი ინფორმაცია გადაეტანა კომპიუტერში, ამას ხშირად აკეთებდა. მთავარი არის ეს ინფორმაცია იყოს გამოკვლეული და ობიექტურად შესწავლილი,"- აცხადებს რომანოზ გერლიანი.

რამაზ გერლიანის მეგობარი ირაკლი მაკალათია კი, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მათი თანდასწრებით უნდა მოხდეს ტელეფონის გახსნა. 

"ჩვენი დასწრების გარეშე ტელეფონი არ უნდა გაიხსნას, არც ერთი ის მონაცემი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ჩვენთვის და მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. მე კიდევ ვაფიქსირებ, ეს არის სტანდარტული პროცედურა, სამართლებრივად უნდა მივყვეთ ბოლომდე. მე რასაც ვხედავ, ეს ყველაფერი მაძლევს ეჭვს, რომ არ ვენდო გამოძიებას,"- აცხადებს რამაზ გერლიანის მეგობარი.

 

დღის ამბები