ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 53 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 3 263 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 49 347 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 34 387, ხოლო PCR ტესტით - 14 960
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 6,65%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 6,71%, ხოლო ბოლო 7 დღეში 6,24% შეადგინა.
21 დეკემბერსი ქვეყნის მასშტაბით 13 743 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 399 482 აცრა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 35 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 626 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა -1 021 შეადგენს.
შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 913 738 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 866 339 , ვირუსს ემსხვერპლა 13 169 ადამიანი.