ამერიკის შტატ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, სტიქიის სიმძლავრემ 6 ბალს გადააჭარბა.
ეპიცენტრი სან-ფრანცისკოდან 338 კილომეტრის დაშორებით, პატარა ქალაქ პეტროლიაში იყო.
მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ქვის ცვენის გამო რამდენიმე გზა დაიკეტა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ზარალს ამ დრომდე ითვლიან.