28 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
"გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე"- ჯანმო საახალწლო ღონისძიებების წინააღმდეგია

ჯმოს ხელმძღვანელის თქმით, ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების უნდა გადაიდოს, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ნიშნავს მოვლენების გაუქმებას. ამის შესახებ მან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-"ომიკრონი"დომინანტური ვარიანი გახდა.

არაერთმა ქვეყანამ - მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ  "ომიკრონი" შესაჩერებლად Covid შეზღუდვები გაამკაცრეს და სამგზავრო რეგულაციები დააწესეს, საშობაო პერიოდში ნიდერლანდებმა მკაცრი ლოქდაუნი შემოიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას მოუწოდა, გააუქმონ თავიანთი სადღესასწაულო გეგმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად, რადგან "ომიკრონი" გლობალურად ვრცელდება.

"გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე", - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა და დასძინა, რომ ვირუსის შესაჩერებლად "რთული გადაწყვეტილებები" უნდა იქნას მიღებული.

დღის ამბები