28 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
დაკეტილი გზა და გუდაურში ჩარჩენილი ტურისტები - კობი-გუდაურის გზაზე უკვე 24 საათია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კობი-გუდაურის გზაზე უკვე 24 საათია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება. ათობით ადამიანი შუა გზიდან თბილისში უკვე დაბრუნდა, ნაწილი კი გზის გახსნას ამ დრომდე ელოდება.

დიდთოვლობის გამო პრობლემები აქვთ მათ, ვინც ამჟამად გუდაურშია. ტურისტების ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ლარსის გამშვები პუნქტისკენ მიმავალი სატვირთო ავტომობილების კოლონა უკვე რამდენიმე დღეა დუშეთის გზაზე დგას. მძღოლები ამბობენ რომ თუ უახლოეს პერიოდში გზას ვერ განაგრძობენ საკვების მარაგიც ეწურებათ.

ჯერჯერობით უცნობია როდის მოიხსნება შეზღუდვები. საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ რომ ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული.

დღის ამბები