28 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
გაუჩინარებულ ეკონომისტს ისევ ეძებენ - ამ წუთებში, რამაზ გერლიანის სამუშაო ადგილას ჩხრეკა ტარდება

გაუჩინარებულ ეკონომისტს ისევ ეძებენ - ამ წუთებში, რამაზ გერლიანის სამუშაო ადგილას ჩხრეკა ტარდება, პარალელურად, კითხავენ მის ყოფილ მეუღლეს - ამასთან სამართალდამცავ უწყებაში ელოდებიან პოლიციელს, რომელსაც გერლიანი გაუჩინარებამდე ზეწოლასა და თვალთვალში ადანაშაულებდა. ოჯახს უჭირს ვერსიებზე საუბარი - მათთვის უცნობია, რა გახდა მამაკაცის გაუჩინარების მიზეზი, ან სად შეიძლება ახლა ის იყოს.

"როცა პოლიციას მიმართა ჩემმა ძმამ, რომ მოდი დავლუქოთ ეს ბინა და იქნებ რამე აღმოვაჩინოთ, ან მოსასმენი აპარატურა, ან  რაღაცა, მაგრამ პოლიციამ ეს არ გაითვალისწინა და გავიდა 35 დღე. ვფიქრობ ყოფილი მეუღლე არაფერ შუაში არაა, ის არის გამოყენებული," - აცხადებს რამაზ გერლიანის და.

გარკვეული პრობლემების არსებობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ოჯახის სხვა წევრებსაც, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, რამაზ გერლიანს მათთან კონკრეტულ დეტალებზე ღიად არ უსაუბრია.

"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი გუშინ გაუჩინარდა.

რამაზ გერლიანმა გუშინ დილით "ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებს. რამაზ გერლიანის კუთვნილი ავტომობილი ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ დღეს იპოვეს.

დღის ამბები