ქალთა მიმართ ძალადობა "თითქმის სატანურია" - ასე აფასებს ოჯახურ ძალადობას პაპი ფრანცისკე. პაპის განცხადებით, დაუცველის მიმართ არასწორი მოპყრობა ძალიან დამამცირებელია.
პანდემიის დაწყების შემდეგ, პაპს ოჯახური ძალადობის თემაზე კომენტარი არაერთხელ გაუკეთებია. ბიბისის ინფორმაციით, რიგ ქვეყნებში ლოქდაუნის დროს ძალადობის ფაქტები გახშირდა.
13 ქვეყანაში გაეროს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოკითხულ ქალთა ნახევარმა აღიარა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ძალადობის ობიექტი გამხდარა.