საპროტესტო გამოსვლები პოლონეთის ქალაქებში.
ათასობით ადამიანი პრეზიდენტს მედიის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კანონპროექტი ამერიკული კომპანიის, პოლონეთში მოქმედი კრიტიკულად განწყობილი არხის მუშაობას შეაფერხებს და პრესის თავისუფლებას შეზღუდავს.
გასულ კვირას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი გააკრიტიკა და პოლონეთის პრეზიდენტს სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.
პარლამენტის მიღებული კანონპოექტი უარყოფითად შეაფასა ევროკომისიამაც.
უცნობია გამოიყენებს თუ არა ანჯეი დუდა ვეტოს უფლებას.
პრეზიდენტის მიერ კანონის რატიფიცირების შემთხვევაში, TVN-ის ამერიკულ მფლობელს არხის წილების 50%-ზე მეტის გაყიდვა მოუწევს.