ფილიპინებში, შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა.
დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი, ამ დრომდე ეძებენ 52 ადგილობრივს.
სტიქიის ზონაში, დაზარალებულების დასახმარებლად ათასობით სამხედრო და მეხანძრეა მობილიზებული.
სამაშველო სამუშაოებში მოხალისეებიც მონაწილეობენ.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი, 4 მილიონ დოლარს აჭარბებს.