მხატვარ ტატო ახალკაციშვილის სოლო ექსპოზიცია "ექსცენტრული მოგზაურობა", რომელიც 70-მდე ნამუშევარს აერთიანებს, საქართველოს ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი. გამოფენაზე, რომელიც 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, წარმოდგენილია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. სოლო გამოფენას კი კულტურის ცენტრი "ათინათი" წარადგენს.
მოგზაურობა, როგორც მეტაფორა - ეს გამოფენის მთავარი იდეაა.
ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ასევე მნიშვნელოვან კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.