28 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ვისთვის წარმოადგენს "ომიკრონი" განსაკუთრებულ საფრთხეს და რა ზომების მიღებას გეგმავს ჯანდაცვის სისტემა - ქვეყანა ახალი გამოწვევისთვის ემზადება

გადაღლილი სამედიცინო პერსონალი და გადავსებული კოვიდმიმღები განყოფილება - ლევან რატიანი "კურიერთან" ინტერვიუში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმე მდგომარეობის შესახებ ჰყვება. ექიმი რეანიმატოლოგი ამბობს, რომ ბოლო 11 დღეა კლინიკა ახლა პაციენტებს ვეღარ იღებს. კოვიდცენტრში არიან ინფიცირებული ორსულებიც და ბავშვებიც. ამ ფონზე, თუ ახალი შტამიც გავრცელდება, არ არის გამორიცხული, ჯანდაცვის სექტორმა განტვირთვა ვერ მოასწროს.

"თუ მომართვიანობა გაიზრდება მეტი რესურსი კლინიკას აღარ აქვს. პრაქტიკულად, ამ შტამით გამოწვეულ covid -19-ის დაავადებით მიმდინარეობასთან არცერთ ქართველ ექიმს არ ჰქონია შეხება და გამოცდილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ინფიცირებულთა მკვეთრი რაოდენობა, თავისთავად, ზრდის მძიმე პაციენტების გამოვლენას, რომელიც პირდაპირპროპორციულია ლეტალობასთან," - აღნიშნა ლევან რატიანმა.

საფრთხეები მაღალია, ქვეყანაში მოსახლეობის 35% ახალ შტამს იმუნიტეტის გარეშე ხვდება. მიუხედავად იმისა რომ B1. 1 529 ამ მონაცემებით მსუბუქია, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის მაინც რისკის შემცველია

რეინფიცირების რისკები და გავრცელების მაღალი შესაძლებლობები - სპეციალისტები ამბობენ რომ ვირუსის შტორმი გარდაუვალი იქნება. მთავარი ახალა უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური გარემოს გარემოს შექმნაა.

ლუგარის ლაბორატორიაში საეჭვო შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები და ლაბორატორიები მთავარ კვლევით ცენტრში ყველა ასეთ ნიმუშს გზავნის. ქვეყნის მთავრი ეპიდემიოლოგი ფიქრობს, რომ რამდენიმე დღეში B1. 1 529​ ლაბორატორიულად დადასტურდება.

ბოლო ორი თვეა ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს. ლაბორატორიულად უმნიშვნელოდ შემცირებული ციფრების მიუხედავად მძიმე პაციენტების რიცხვი ისევ მაღალია. ბოლო ორ დღეში ვირუსმა 100- ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, არის გარდაცვლილი მედიკოსებიც. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსმა 107 სამედიცინო პერსონალის სიცოცხლე შეიწირა. 

დღის ამბები