მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 274 მილიონს აღემატება, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს.
სახელმწიფოების შეშფოთებას "ომიკრონის" ახალი ვარიანტი იწვევს, რის გამო ქვეყნები საზოგადოებას აცრისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. 5 დან 11 წლამდე მოზარდებს აცრის შესაძლებლობა აქვთ საბერძნეთსა და ესპანეთში.
საზოგადოებას ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს ისრაელი. გაერთიანებულ სამეფოში კი ყოველდღიურად ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ვლინდება, რის გამოც ბრიტანეთიდან შესულ ტურისტებზე გერმანია რეგულაციებს ამკაცრებს.
ავტორი: თიკო ცერცვაძე