28 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ცნობილი მომღერლის შვილი დაკავებულია 

17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის 19 წლის ნიკოლოზ თოიძე პოლიციამ უკვე დააკავა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით, გასულ ღამეს დაჭრა. ნიკოლოზ თოიძის მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კონფლიქტური იყო და მისი მხრიდან დაჭრის ფაქტიც პირველი შემთხვევა არ არის.

"კურიერმა" გაარკვია, რომ 19 წლის ნიკოლოზ თოიძე, ცნობილი მუსიკოსის, გია თოიძის შვილია. მამა ამბობს, რომ 2 დღეა შვილი მშობლების არცერთ სახლში გამოჩენილა.

შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. საქმის ე.წ. ქუჩურ გარჩევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტული მოტივი უცნობია. პოლიციამ დანაშაულის ადგილზე არსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები უკვე გამოკითხა; ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. მომხდარის დეტალები დღეს ადგილობრივებმა "კურიერთან" გაიხსენეს. 

დაჭრილ არასრულწლოვანს გადაუდებელი ოპერაცია კლინიკაში მიყვანისთანავე ჩაუტარდა. 17 წლის მოზარდს სხეულის სხვადასხვა არეში 3 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები