ხანძარი იყო ბათუმში - ცეცხლი ლეონიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა და 10-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.