აზერბაიჯანმა სომხეთს ევროკავშირის შუამდგომლობით ათი დაკავებული სამხედრო მოსამსახურე გადასცა. ინფორმაციას აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლების და დაკარგულების სახელმწიფო კომისია ავრცელებს.
სომხეთისთვის ჯარისკაცების გადაცემაზე შეთანხმებას მხარეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შედეგად მიაღწიეს.
აზერბაიჯანულმა მხარემ სომეხი სამხედროები 2021 წლის 16 ნოემბერს, სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე დააკავა.