ვაქცინაციის მარათონი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. დღეს ერთ-ერთი აქტივობის ზონა დუშეთი იყო.
სოფელ ჭოპორტში ახალი ამცრელი პუნქტი გაიხსნა და ის კვირაში 3 დღის განმავლობაში იმუშავებს.
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მსურველებს შეუძლიათ, რომ "სინოფარმის" ან "სინოვაკის" ვაქცინით აიცრან. იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც.