28 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ვლადიმირ ჟირინოვსკი კოვიდის წინააღმდეგ 7-ჯერ აიცრა

რუსი პოლიტიკოსი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე მეშვიდედ აიცრა, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. 

"აიცერით, მეგობრებო. ადრე მე უკვე ავიცერი "სპუტნიკ V-ით", ამჯერად კი ჩუმაკოვის სახელობის ცენტრის "კოვივაკი" გავიკეთე. ეს არის კლასიკური ვაქცინა, ინაქტივირებული ვირუსით, რომელიც გამოცდილია ათწლეულების განმავლობაში. საბოლოო ჯამში, 2020 წლის სექტემბრიდან ეს უკვე მეშვიდე აცრაა ჩემთვის," - დაწერა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ საკუთარ ტელეგრამის არხზე. 

რუსი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კოვიდით აქამდე არ დაინფიცირებულა. ასევე, აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს.

დღის ამბები