28 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით მოძრაობს

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი, გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით მოძრაობს, რასაც ზედამხედველობასა და კოორდინაციას პოლიცია უწევს.

ცნობისთვის, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, ​მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს მოძრაობა აეკრძალა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ნაქერალას უღელტეხილზეც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-ე მე-60 კილომეტრზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღის ამბები