28 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
"ვერ დადის სწორ ხაზზე, მარჯვენა თვალი მზერას ვერ მიჰყვება" - გიული ალასანია ექსპრეზიდენტის სანახავად იმყოფება

ამ წუთებში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ყოფილ პრეზიდენტს გიული ალასანია ხვდება. შესვლამდე მიხეილ სააკაშვილის დედა ცენტრ "ემპათიას" მიერ გასაჯაროებულ დასკვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთთვიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, არ უმჯობესდება. ხვალ ზუსტად ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ.

"ვერ დადის სწორ ხაზზე, რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარეს თუ ვინმე არ იქნა, შეიძლება დაეცეს. მზერას როცა უსინჯავს ნევროპათოლოგი, ეს მარჯვენა თვალი ვერ მიჰყვება. სისუსტე აქვს, აშკარად, ეს არის ჩემი შთაბეჭდილებები. გამოსავალი, არაერთხელ ვთქვი, რომ არის ნორმალური, შესაფერისი რეაბილიტაცია. არ ვიცი, რამდენად უშველის, მაგრამ ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, ამ დასკვნიდანაც ჩანს,"-აცხადებს გიული ალასანია. 

დღის ამბები