28 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"იქნება ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც"... - ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რატომ არ უნდა განვიხილოთ ომიკრონი არალეტალურ შტამად

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ არსებობს წინასწარი მონაცემები, რომ კორონავირუსის ახალი შტამი - "ომიკრონი" სხვა ვარიანტთან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, კულუმბეგოვის განცხადებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია არ გახდება საჭირო. 

"წინასწარი მონაცემები არსებობს დაავადების მიმდინარეობის შედარებით შემსუბუქებასთან მიმართებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის, პრაქტიკულად, არალეტალურ დაავადებად გადაიქცა. ასე არ უნდა ჩაითვალოს, რომ ჰოსპიტალიზაცია არ იქნება და ყველა დაავადებული ადამიანი სახლში გადაიტანს. სამწუხაროდ, იქნება ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც, მაგრამ თუ იქნება მკვეთრად შემცირებული, ვიდრე "დელტა" ვარიანტის, ან სხვა საწყისი ვარიანტების შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი წმინდა ევოლუციური თვალსაზრისით, ვირუსის მიმდინარეობის კუთხით," - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამასთან, ქვეყანაში მოსახლეობის 35%-ს ვირუსისადმი არანაირი იმუნიტეტი არ გააჩნია.

"ჩვენს ქვეყანაში შეწონილი იმუნიტეტი - გადატანილი და ვაქცინირებული ადამიანების არის 65%-მდე, ეს იმას 35% პროცენტი, მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე მოწყვლადია ნებისმიერი ახალი ინფექციისა და ვარიანტის მიმართ, რომლის მიმართაც იმუნიტეტი მათ არ ექნებათ. ამიტომ ყველას ვთხოვთ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით, ჩაიტარონ ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, "ომიკორონი" საქართველოშინ ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები