28 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
"ომიკრონის" 10-მდე საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით პასუხი ცნობილია - დადასტურდა თუ არა საქართველოში ახალი შტამი

ლუგარის პასუხი "ომიკრონის" 10-მდე საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით ცნობილია - ახალი შტამი არ დადასტურდა, მაგრამ რჩება კიდევ ორი ნიმუში, რომელიც ლაბორატორიამ საეჭვოდ ჩათვალა. დადასტურდება თუ არა მსოფლიოს უკვე 85-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ქვეტიპი, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ეპიდემიოლოგები ვირუსთან გასამკლავებლად უცვლელი რეკომენდაციების დაცვას გვთავაზობენ. სპეციალისტები განმარტავენ, რომ "ომიკრონის" ვირუსის საქართველოში შესაძლო შემოსვლა რთულად პროგნოზირებადია, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ქვეყანა ახალ გამოწვევას მომზადებული დახვდეს.

"ომიკრონს" სწრაფი გავრცელება და შედარებით ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს. ვირუსი ოთხ მუტაციას აერთიანებს და მეტად აზიანებს იმუნურ სისტემას, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში. 

დღის ამბები