28 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
"ანგელოზთა საკითხავი" - ექსპოჯორჯიაში ქართველი მწერლის გაბრიელ ტანიეს ახალი რომანის პრეზენტაცია გაიმართა

"ანგელოზთა საკითხავი" - ასე ჰქვია ქართველი მწერლის გაბრიელ ტანიეს ახალ რომანს, რომლის პრეზენტაციაც დღეს წიგნის დღეების ფარგლებში გაიმართა. ავტორი წიგნში ისეთ მგრძნობიარე თემებს ეხება, როგორიცაა რწმენა, რელიგია, ძალაუფლება, სიყვარული და საზოგადოებაში დამკვიდრებული ფსევდო ღირებულებები.

შეგახსენებთ, ექსპოჯორჯიაში წიგნის დღეები მიმდინარეობს - ბაზრობა წიგნის მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, ადგილობრივ და საერთაშორისო გამომცემლებს აერთიანებს.

გარდა ლიტერატურისა პავილიონში მოწყობილია წინასაახალწლო ბაზრობის კუთხე, სადაც ქართული ნაწარმია წარმოდგენილი.

დღის ამბები