28 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
მოსკოვი ალიანსისგან დოკუმენტურ დადასტურებას ითხოვს რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები არ გახდებიან - რა პასუხი მოჰყვა კრემლის ულტიმატუმს

კრემლი ულტიმატუმის შემცველი განცხადებებიდან მოქმედებაზე გადავიდა. მოსკოვმა ვაშინგტონს 9 პუნქტიანი წერილი გაუგზავნა და მოითხოვა დოკუმენტური დადასტურება, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები არ გახდებიან.

"არ გაფართოვდეს ალიანსი, არ მიიღონ წევრობა საქართველომ და უკრაინამ, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიის და ცენტრალურ აზიის ტერიტორიაზე, გაგვაფრთხილონ თუ იქნება წვრთნა, არ განათავსონ ბაზები, არ განათავსონ შეიარაღება," - ეს მხოლოდ ნაწილია იმ მოთხოვნების, რომელსაც რუსეთი აყენებს. დოკუმენტში რუსეთი საერთოდ არ საუბრობს საკუთარ ვალდებულებებზე, პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს. ეს კი მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში უპრეცენდენტო რაოდენობის ჯარი ჩააყენა და მუქარას ყოველდღე უფრო აგრესიულს ხდის.

ოკუპანტ ქვეყანას დღეს თბილისში უპასუხეს და უთხრეს, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ და წარსულში დაბრუნება არ მოხდება. პასუხი უკვე აქვს თეთრ სახლსაც, ვაშინგტონმა თქვა, რომ თამაშის ამ წესებით კომპრომისი არ იქნება.

დღის ამბები