პაკისტანში, შერშაჰის რაიონში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. დაშავებულთაგან 3 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბანკის შენობის ქვეშ არსებულ კანალიზაციაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილები და მიმდებარე შენობები.