28 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
"ომიკრონ" შტამი ქრონიკულ დაავადებებს გაამწვავებს - მაკა ბულეიშვილი

ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იმ რთულ ვითარებაზე საუბრობენ, რომელსაც "ომიკრონის" გავრცელების შეთხვევაში საქართველო დადგება. რაც შეეხება "ომიკრონის" საეჭვო შემთხვევებს, გამოკვლეული ათი საეჭვო ნიმუშიდან, ახალი შტამი არც ერთში არ დადასტურდა, თუმცა ლუგარი კიდევ ორ საეჭვო ნიმუშს იკვლევს.

პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორის მაკა ბულეიშვილი მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს. 

"ახალი შტამის დადასტურების შემთხვევაში, არ დაცული რეკომენდაციებისა და ვაქცინაციის ტემპის არ გაზრდის შემთხვევაში, კოვიდის გავრცობადობის არეალი შეიძლება საკმაოდ გაიზარდოს. ჰოსპიტალურ სექტორს მეტი მობილიზაცია მოუწევს, იმიტომ, რომ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანების "ომიკრონით" დასნებოვნების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს დაავადების გამწვავება,"- განაცხადა მაკა ბულეიშვილი.

დღის ამბები