28 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
დადასტურდა, თუ არა საქართველოში "ომიკრონის" შტამი - ამირან გამყრელიძე 2 საეჭვო შემთხვევაზე საუბრობს 

საქართველოში "ომიკრონის" გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება თუმცა, ლუგარის ლაბორატორია კიდევ 2 საეჭვო შემთხვევას ისევ იკვლევს. 

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, "ომიკრონს" ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, თუმცა ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში. 

"ომიკრონი" შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. აზიანებს უფრო ახალგაზრდა ასაკს. დღემდე 10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული, თუმცა არც ერთში არ დადგენილა "ომიკრონისთვის" დამახასიათებელი მუტაცია. ყველა მათგანი იყო "დელტა" ან "დელტა პლუსი". არის კიდევ ორი საეჭვო ნიმუში, რომელზედაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ლაბორატორიული კვლევები,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები