28 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
არ განვიხილავ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა - თეა წულუკიანი პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

შედგება თუ არა ეროვნული შერიგება. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ კონკრეტული შედეგი დამოკიდებული იქნება ოპოზიციაზე და იმაზე თუ რამდენად გულწრფელია შეთანხმების სურვილი. მინისტრებმა ამ პროცესში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის შეწყალება გამორიცხეს და თქვეს რომ ეს იქნებოდა შეცდომა.

"არ განვიხილავ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა. შერიგების იდეა თავისთავად კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ, რომ დავაკვირდე პროცესებს იმიტომ რომ ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი რა შეიძლება იყოს, თუმცა რა თქმა უნდა როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს იდეალურ შემთხვევაში პროცესის დასასრული," - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ შერიგება როგორც ცნება არის დადებითი, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ეს პროცესი და რას დაეფუძნება და იქნება თუ არა ეს პროცესი გულწრფელი ოპოზიციის მხრიდან.

დღის ამბები