28 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
1 იანვრიდან ამხანაგობის მიმართვის შემთხვევაში რუსთავში ლიფტები უფასო გახდება - ნინო ლაცაბიძე  

"რუსთავი - ახალი მუნიციპალური შესაძლებლობა" - რუსთავის მერმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. ნინო ლაცაბიძემ, მაღალსართულიან კორპუსებში არსებული ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტზე ისაუბრა. გეგმის მიხედვით, ქალაქში წლის ბოლომდე 60 ახალ ლიფტს დაამონტაჟებენ, ხოლო, მთლიანობაში, დაგეგმილია 1200 ლიფტის შეცვლა. ლიფტების ოპერირების პროგრამა პირველი იანვრიდან დაიწყება.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის თქმით, 1 იანვრიდან ამხანაგობის მომართვის შემთხვევაში ლიფტები გახდება უფასო.

"რეაბილიტაციის პროცესი დაწყებული გვაქვს და კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში ვაპირებთ გავაგრძელოთ, რომ ძველი ლიფტები ჩანაცვლდეს ახალი ლიფტებით, ასევე შემოგვაქვს ახალი პროგრამა კორპუსის ამხანაგობებთან ერთად ვაპირებთ, რომ მუნიციპალიტეტმა თავის თავზე აიღოს ის ხარჯები, რომლებიც მოსახლეობას უწევდათ, რომ ლიფტის მომსახურებაში გადაეხადათ,"- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ასევე ააიპ "რუსთავის კორპუსის" დირექტორი დავით ჩხაიძის განცხადებით,მომავალ წელს ჩადებულია ბიუჯეტში 3მილიონი ლარი, რომელიც ლიფტების რეაბილიტაციას და მოვლა პატრონობას გულისხმობს, მისივე თქმით რუსთავის მუნიციპალიტეტი არის პირველი, რომელიც ამ პროგრამას ახორციელებს.  

დღის ამბები