28 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
ჩვენ ხალხთან შესარიგებელი არაფერი არ გვაქვს, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც განდგომილია ხალხისგან - ირაკლი კობახიძე

შედგება თუ არა ეროვნული შერიგება. ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში განცხადებები დღესაც გაკეთდა. ინიციატივის სულისკვეთებას ყველა იზიარებს, თუმცა კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რეალისტურია სალომე ზურაბიშვილის ჩანაფიქრი. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავარი ნაბიჯები სწორედ ოპოზიციას აქვს გადასადგმელი:

"ჩვენ ხალხთან შესარიგებელი არაფერი არ გვაქვს, ჩვენ ვართ შერიგებულიც და მანდატიც გვაქვს ძალიან მყარი ხალხისგან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც არის განდგომილი ხალხისგან, რაც შეეხება ოპოზიციას და მასთან ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და გზავნილი. გზავნილი არის ის, რომ ყველა უნდა შეუერთდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესს და ჩაერთოს ამ პროცესში. ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული ყველა პროცესში. ეს მათზეა დამოკიდებული. თუ ისინი გამოავლენენ სათანადო ნებისყოფას და დამოკიდებულებას პროცესების მიმართ, ჩაერთვებიან იმ პროცესებში, რაზეც დღეს საუბრობდა მათ შორის პრემიერი, ეს იქნებოდა მათთვის და ქვეყნისთვის კარგი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები