28 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
სწორედ პრემიერ ღარიბაშვილის დამსახურებით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ირაკლი კობახიძე

პრემიერის ანგარიში შეაფასეს პარტია ქართული ოცნების ხელმძღვანელმა პირებმაც. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის 9 თვეს შთამბეჭდავს უწოდებს:

"პირველი 9 თვე პრემიერის საქმიანობისა ამ პოზიციაზე იყო მართლაც შთამბეჭდავი, მე შეგახსენებთ პირველ რიგში ეკონომიკის პარამეტრებს. პირველი ორი თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ეკონომიკის ვარდნა, როდესაც ის გახდა პრემიერი ჩვენ გვაქვს შეუქცევადი ეკონომიკური წინსვლის პროცესი და ჩვენ წელს, სწორედ პრემიერ ღარიბაშვილის დამსახურებით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პრემიერის წარმატებულ საქმიანობაზე ისაუბრა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმაც. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია პროექტები, რომელიც ელექტროენერგიის და დასაქმების მიმართულებით იგეგმება:

"ეს არის ენერგეტიკული პროექტები, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, ასევე მნიშვნელოვანია დასაქმების პროგრამა სოციალურად დაუცველების ნაწილში," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები