28 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
იმ კანონპროექტს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ალტერნატივა არ აქვს - ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას არასამართლიანად მიიჩნევს  

აშშ განცხადებას უკვე უპასუხეს მმარათველ გუნდში - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ მისიას ახსენებს, რომ ქვეყანას გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია სჭირდება.

როგორც კობახიძემ განაცხადა საელჩოს ეს შეფასება არ არის სწორი. მისივე თქმით, კანონპროექტს, რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა არ აქვს ალტერნატივა.

"მე მგონი ეს არ არის სწორი შეფასება და იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ აქვს ალტერნატივა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ეს არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციამ, რაშიც არის ცესკოს თავმჯდომარის დამსახურება და ცესკოს თითოეული წევრის დამსახურება, მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, ეს შეფასება მე არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს.

მათი თქმით, ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, რომელიც დაშორებულია იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ოდირის რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის აიღო.

დღის ამბები