28 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
მსჯავრდებულებისთვის "ციფრული უნივერსიტეტი" ამოქმედდება

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად იწყება პროექტი "ციფრული უნივერსიტეტი".

ბრეგაძის განმარტებით, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, პროექტი მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება დისტანციური სწავლების მეთოდით და დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას.

"სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ეს დიდწილად მსჯავრდებულის მიერ სათანადო გააზრებითა და ცოდნით მიიღწევა," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები