28 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა, კენჭისყრაზე დღეს დადგა. ფინანსური დოკუმენტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 19 171.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 332.0 მლნ ლარით არის გაზრდილი.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია 336,2 მლნ ლარით და 19 362,6 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 6.0%-ს შეადგენს, ხოლო 2022-2025 წლებში საშუალოდ 5,5%-ს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2022 წელს პროგნოზირებულია 4,5%-ის ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 15 558.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 147.0 მლნ ლარის ოდენობით.

2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია მთლიანი შიდა პროდუქტის 51.1%-ით.

დღის ამბები