28 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
"მის მსოფლიო 2021-ის" ფინალი გადაიდო - რა გახდა კონკურსის ჩაშლის მიზეზი 

სილამაზის კონკურსი -"მის მსოფლიო 2021", რომელიც პუერტო-რიკოში უნდა გამართულიყო, მას შემდეგ გადაიდო, რაც ღონისძიებასთან დაკავშირებულ მრავალ ადამიანს, მათ შორის 97 კონკურსანტიდან 23-ს Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

კონკურსის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სატელევიზიო ფინალი კონკურსანტებისა და პერსონალის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდო.

ინფიცირებულები კარანტინში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

როგორც ორგანიზატორები აცღნიშნავენ ღონისძიება უახლოეს 90 დღეში გაიმართება. 

დღის ამბები